среда, 14 марта 2012 г.



1.პროექტის სახელწოდება–ნიკო ლორთქიფანიძე
2.პროექტის მთავარი იდეა–მოსწავლეები დაწვრილებით გაეცნობიან ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,უფრო მეტს გაიგებენ თანამემამულე პოეტის შესახებ.
 3.პროექტის აქტუალობა–მოსწავლეები ისწავლიან ვიდეო და ფოტო მასალის მოძიებას;ინტერნეტში მუშაობას;მწერლის შესახებ გაიგებენ ყველაფერს,რაც არ იცოდნენ;კვლევის შემდეგ დაათვალიერებენ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ–მუზეუმს სოფელ ჩუნეშში.
4.პროექტის მიზნები–მოსწავლეები დაინტერესდებიან ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებითა და მოღვაწეობით;ისწავლონ ინტერნეტში მასალის მოძიება;გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,მიეჩვიონ ლიტერატურული წყაროების გამოყენებას;გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
5.მოსწავლეთა ასაკი–მე–9 კლასის მოსწავლეები
6.ვადები,ხანგრძლივობა–ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები–ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი გააკეთონ ჩანახატები;შექმნან ესეები;გამოუშვან კედლის გაზეთი;გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად კითხვის  და მასალის მოძიების;პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი; გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;ისწავლიან უფროსი თაობისგან  ინფორმაციის მოპოვებას; უკეთ გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას
8.ძირითადი რესურსებილიტერატურულიწყაროები,ნიკოლორთქიფანიძის სხვადასხვა გამოცემები, ადამიანები,რომლებიც მიაწვდიან ზეპირ ინფორმაციებს პოეტის შესახებ, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ–მუზეუმი,ფოტო აპარატი,რვეული, თაბახის ფურცლები.
9.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ლიტერატურა:საკომუნიკაციო,მოსმენის,წერის,დამოუკიდებლად აზროვნების,მხატვრული კითხვის უნარის გამომ უშავება;
ხელოვნება:პარალელს გაავლებენ იმპრესიონისტ ნიკოსა და სხვა იმპრესიონისტ მწერლებთან და  მხატვრებთან.
ისტი: ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ სურათებს ვებ გალერეაში
გეოგრაფია::უკეთ გაეცნობიან  თავიანთ მხარეს იმერეთს.
   რუკაზე მუშაობისას  ნახავენ სად ცხოვრობდა სხვადასხვა დროს მწერალი.
10.პროექტის მსვლელობა:
1. პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია და ბავშვების დაყოფა 3 ჯგუფად;
2.პირველ ჯგუფს ვავალებ ფოტომასალების მოპოვებას და გაფორმებას;სტენდის გაკეთებას.
 3. მეორე ჯგუფთან ერთად  ვადგენთ საორიენტაციო კითხვებს;რომლებიც დაგვეხმარება ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესასწავლად;4. მესამე ჯგუფს ვავალებ მოიპოვონ  ინფორმაციები ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ უფროსი თაობისაგან.;
ვუკავშირდებით მძღოლს.რომელიც ექსკურსიაზე წაიყვანს ბავშვებს,შევეცდებით,მოვიპოვოთ ექსკურსიისთვის საჭირო რესურსები;5. მოსწავლეები თვითონ აირჩევენ პრეზენტატორს,რომელიც საბოლოო სახით წარმოადგენს პრეზენტაციას; 6. ბოლოს ვახდენ პრეზენტაციის შეფასებას წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
11.პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი მირანდა გუგავა
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა–mirandagugava2@gmail.com