вторник, 17 мая 2016 г.

ინტელის პროექტი

ქაღალდი და სხვა საწერი შაშვალებები


კურსის რეფლექსია

ამ ტრენინგის მსვლელობის პროცესში შევისწავლეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა, რომლის ამოცანას შეადგენდა
  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
  • პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
  • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
  • რეფლექსია სწავლაზე
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
  •  როგორ დაეხმარებოდა პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში
  • როგორ გამომეყენებინა პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის
  • შევქმენით ბროშურები, გავაკეთეთ პრეზენტაციის სლაიდები, მოვიძიეთ დამხმარე მასალები, შევქმებით პროექტის გეგმა.

среда, 14 марта 2012 г.



1.პროექტის სახელწოდება–ნიკო ლორთქიფანიძე
2.პროექტის მთავარი იდეა–მოსწავლეები დაწვრილებით გაეცნობიან ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას,უფრო მეტს გაიგებენ თანამემამულე პოეტის შესახებ.
 3.პროექტის აქტუალობა–მოსწავლეები ისწავლიან ვიდეო და ფოტო მასალის მოძიებას;ინტერნეტში მუშაობას;მწერლის შესახებ გაიგებენ ყველაფერს,რაც არ იცოდნენ;კვლევის შემდეგ დაათვალიერებენ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ–მუზეუმს სოფელ ჩუნეშში.
4.პროექტის მიზნები–მოსწავლეები დაინტერესდებიან ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებითა და მოღვაწეობით;ისწავლონ ინტერნეტში მასალის მოძიება;გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,მიეჩვიონ ლიტერატურული წყაროების გამოყენებას;გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
5.მოსწავლეთა ასაკი–მე–9 კლასის მოსწავლეები
6.ვადები,ხანგრძლივობა–ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები–ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი გააკეთონ ჩანახატები;შექმნან ესეები;გამოუშვან კედლის გაზეთი;გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად კითხვის  და მასალის მოძიების;პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი; გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს;ისწავლიან უფროსი თაობისგან  ინფორმაციის მოპოვებას; უკეთ გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას
8.ძირითადი რესურსებილიტერატურულიწყაროები,ნიკოლორთქიფანიძის სხვადასხვა გამოცემები, ადამიანები,რომლებიც მიაწვდიან ზეპირ ინფორმაციებს პოეტის შესახებ, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ–მუზეუმი,ფოტო აპარატი,რვეული, თაბახის ფურცლები.
9.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ლიტერატურა:საკომუნიკაციო,მოსმენის,წერის,დამოუკიდებლად აზროვნების,მხატვრული კითხვის უნარის გამომ უშავება;
ხელოვნება:პარალელს გაავლებენ იმპრესიონისტ ნიკოსა და სხვა იმპრესიონისტ მწერლებთან და  მხატვრებთან.
ისტი: ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ სურათებს ვებ გალერეაში
გეოგრაფია::უკეთ გაეცნობიან  თავიანთ მხარეს იმერეთს.
   რუკაზე მუშაობისას  ნახავენ სად ცხოვრობდა სხვადასხვა დროს მწერალი.
10.პროექტის მსვლელობა:
1. პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია და ბავშვების დაყოფა 3 ჯგუფად;
2.პირველ ჯგუფს ვავალებ ფოტომასალების მოპოვებას და გაფორმებას;სტენდის გაკეთებას.
 3. მეორე ჯგუფთან ერთად  ვადგენთ საორიენტაციო კითხვებს;რომლებიც დაგვეხმარება ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესასწავლად;4. მესამე ჯგუფს ვავალებ მოიპოვონ  ინფორმაციები ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ უფროსი თაობისაგან.;
ვუკავშირდებით მძღოლს.რომელიც ექსკურსიაზე წაიყვანს ბავშვებს,შევეცდებით,მოვიპოვოთ ექსკურსიისთვის საჭირო რესურსები;5. მოსწავლეები თვითონ აირჩევენ პრეზენტატორს,რომელიც საბოლოო სახით წარმოადგენს პრეზენტაციას; 6. ბოლოს ვახდენ პრეზენტაციის შეფასებას წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
11.პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი მირანდა გუგავა
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა–mirandagugava2@gmail.com